ახალი საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2026 წლის ტრენდული ფერები ინტერიერში

წლევანდელი ინტერიერის განწყობა პერსონალურობაზეა აგებული - სახლი აღარ არის საჩვენებელი სივრცე, ის უნდა ასახავდეს იმ ადამიანებს, ვინც მასში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ფერებიც უფრო ემოციურ და ინდივიდუალურ ხასიათს იძენს.

2026 წლის ტრენდული ფერები ინტერიერში

წლევანდელი ინტერიერის განწყობა პერსონალურობაზეა აგებული - სახლი აღარ არის საჩვენებელი სივრცე, ის უნდა ასახავდეს იმ ადამიანებს, ვინც მასში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ფერებიც უფრო ემოციურ და ინდივიდუალურ ხასიათს იძენს.

წლევანდელ პალიტრაში მთავარი ფერები გამოიკვეთა:

• Cool Blue - ცივი ცისფერი ტონი, რომელიც სიმშვიდესა და ჩუმ თავდაჯერებას ქმნის. იდეალურია კედლებისთვის, ტექსტილისა და დეტალებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხესა და ქვას ერწყმის.

• Jade - რბილი, ბუნებრივი მწვანე, რომელიც ინტერიერს სისუფთავესა და ჰარმონიას მატებს. კარგად მუშაობს ავეჯი და დეკორატიულ აქცენტებში.

• Wasabi - ენერგიული მწვანე აქცენტი, რომელიც ინტერიერს სიცოცხლესა და კონტრასტს მატებს და მშვიდ პალიტრებს უფრო დინამიკურს ხდის.

• Persimmon - თბილი ტონი, რომელიც სივრცეში მყუდროებასა და ოპტიმიზმს ქმნის. იდეალურია სოციალური ზონებისთვის, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.

წლევანდელი ტენდენცია ერთ მარტივ იდეაზე დგას - ფერები თავისუფლად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის სივრცეს, რომელიც ნამდვილად პერსონალურია.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის ტენდენციები, რომლებიც წლების შემდეგაც აქტუალური დარჩება ინტერიერი · 2026.06.05 ინტერიერის ტენდენციები, რომლებიც წლების შემდეგაც აქტუალური დარჩება ინტერიერის დიზაინში ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა არსებობს გარკვეული მიმართულებები, რომლებიც დროის გამოცდას უძლებს და წლების შემდეგაც ისეთივე აქტუალურია, როგორც დღეს. თუ სახლის მოწყობას ან რემონტს გეგმავთ, სწორედ ასეთ ელემენტებზე გაკეთებული აქცენტი დაგეხმარებათ შექმნათ ინტერიერი, რომელიც მალე არ მოძველდება და დიდხანს შეინარჩუნებს ესთეტიკურ ღირებულებას. მინიმალისტური თუ კლასიკური? როგორ ავირჩიოთ სწორი სტილი ინტერიერი · 2026.05.28 მინიმალისტური თუ კლასიკური? როგორ ავირჩიოთ სწორი სტილი ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სტილის არჩევაა. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის დღესაც მინიმალისტური და კლასიკური ინტერიერი ლიდერობს. რემონტის რა ეტაპზე გჭირდებათ მოსაპირკეთებელი მასალები? ინტერიერი · 2026.01.14 რემონტის რა ეტაპზე გჭირდებათ მოსაპირკეთებელი მასალები? საცხოვრებელი სახლის საფუძვლიანი რემონტი არის მოგზაურობა, რომელიც ყველა პროექტს აერთიანებს. ზუსტად ისე, როგორც „განცალკევების 6 ხარისხის“ თეორია, რემონტის დროსაც არსებობს ზუსტად 6 ფაზა, რომელიც თქვენი ოცნების სახლამდე გაშორებთ. Empolo – გერმანული ხარისხი მერლონს-ში ინტერიერი · 2025.10.31 Empolo – გერმანული ხარისხი მერლონს-ში Empolo-ს გერმანული ხარისხი და თანამედროვე დიზაინი Merlons-ში სველი წერტილის მოწყობას პრაქტიკულობასთან ერთად ელეგანტურ იერსაც მატებს. ბრენდის სანტექნიკა და აქსესუარები შექმნილია მათთვის, ვისაც გამძლეობა, კომფორტი და მშვიდი თანამედროვე ესთეტიკა სჭირდება.