ახალი საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერლონსის შესახებ

merlons-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

Merlons imports and distributes interior and exterior finishing materials and home furniture in Georgia.

Merlons imports and distributes interior and exterior finishing materials and home furniture in Georgia. The company was founded in 2011 by Sharmi Group and soon secured exclusivity for its first international brand, VitrA. In 2012, VitrA-branded showrooms opened in Tbilisi and Batumi. With modern showrooms and an energetic project sales team, VitrA Georgia soon earned customers' trust for both private and corporate projects. The company has supplied a number of significant projects across Georgia, including Moxy Marriott Tbilisi, Radisson Tbilisi, Rixos Borjomi, Holiday inn Telavi, Mcdonald’s, KFC, Best Western Kutaisi, Best western Batumi, Ibis Styles, Grand Gloria Batumi, Fabrika Hostel, Gagua Clinic, Chateau Art Wine Artana, Bank of Georgia, airports, Houses of Justice, and others.

მერლონსის შოურუმის ექსტერიერი

ჩვენი მისია

ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ჩვენი მიზნები

  1. 01

    კომფორტულ გარემოში, გამორჩეული პროდუქციის შეთავაზებით, მომხმარებლის საუკეთესო რესურსის - დროის დაზოგვა.

  2. 02

    მომხმარებლის კეთილგანწყობაზე მუდმივი ზრუნვა, მათი სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.

  3. 03

    ინტერიერის დიზაინერებისთვის სამუშაო პროცესის გამარტივება. ბრენდებისა და პროდუქტების შესახებ სიახლეებით, ტექნიკური მახასიათებლებით, ნიმუშებითა და განახლებული კატალოგებით მუდმივად მომარაგება.

  4. 04

    თანამშრომელთათვის საუკეთესო პირობების შექმნა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

  5. 05

    საერთაშორისო სტანდარტებისა და უმაღლესი ხარისხის მქონე პროდუქტების იმპორტი, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტებსა თუ პროცესებში მყისიერი გარკვევა და მათი დანერგვა ქართულ ბაზარზე.

  6. 06

    საერთაშორისო ბრენდებისთვის საინტერესო წინადადებების შეთავაზება ახალი ბაზრის ასათვისებლად.

განვლილი გზა

2012

VitrA Georgia

merlons-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. კომპანია დაფუძნდა 2011 წელს „შარმი ჯგუფი“-ის მიერ და მალევე პირველი საერთაშორისო ბრენდის VitrA-ს ექსკლუზივი მოიპოვა. 2012 წელს გაიხსნა VitrA-ს ბრენდული შოურუმები თბილისსა და ბათუმში. თანამედროვე შოურუმებითა და ენერგიული საპროექტო გაყიდვების გუნდით VitrA Georgia-მ მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, როგორც კერძო ასევე კორპორატიული პროექტებისთვის. კომპანიას მომარაგებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მასშტაბით, ისეთები როგორებიცაა: Moxy Marriott Tbilisi, Radisson Tbilisi, Rixos Borjomi, Holiday inn Telavi, Mcdonald’s, KFC, Best Western Kutaisi, Best western Batumi, Ibis Styles, Grand Gloria Batumi, ჰოსტელი ფაბრიკა, გაგუას კლინიკა, შატო ართ ვაინი ართანა, საქართველოს ბანკი, აეროპორტები, იუსტიციის სახლები და ა.შ.

2020

2020

წარმატებით ინსპირირებულმა გუნდმა 2020 წლიდან დაიწყო მასშტაბების ზრდაზე ზრუნვა და ისეთი ბრენდების მოძიება, რომლებიც ბაზარზე არ იყვნენ წარმოდგენილი. ამ დროს შეიქმნა merlons - ბრენდული დასახელება კომპანია „შპს ბი ემ სი შარმი“-სა. ლოიალური მომხმარებლებისა და წარმატებული დიზაინერების გამოკითხვის შედეგად მიღებული რეკომენდაციებით, უკვე უწყვეტ რეჟიმში ხდება ახალი, განსხვავებული და ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტების შერჩევა და მიწოდება ბაზარზე.

2024

2024

გარდა ვიტრასი 2024 წელს merlons უკვე წარმოდგენილი იყო ბაზარზე ცალკე შოურუმით და 10-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით, მათ შორის როგორებიცაა: Infinity - იტალიური დიდი ფორმატის ფილები, Ascale - იტალიური დიდი ფორმატის ფილები, Simas - იტალიური ფერადი სანტექნიკა, Meir - ავსტრალიური შემრევები და საშხაპე სისტემები, Reginox - ნიდერლანდური სამზარეულოს ნიჟარები და აქსესუარები, Dune - ესპანური ფილები, Carisa - ბრიტანული დეკორატიული საშრობები, Nofer - ესპანური აბაზანის აქსესუარები.

2025

2025

2025 წელს მერლონსმა განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო და გააფართოვა საქმიანობის მიმართულებები, გახსნა ავეჯისა და განათების ახალი შოურუმი. აქ წარმოდგენილია საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდების მრავალფეროვანი კოლექციები, მათ შორის Pedrali, Bolia, Viokef, LTform და სხვა. შოურუმი აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ხარისხსა და ფუნქციონალურობას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აღმოაჩინონ ინტერიერისთვის სრულყოფილი გადაწყვეტილებები.

ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა მერლონსის უკვე არსებული შოურუმების ასორტიმენტიც. კომპანიამ მომხმარებელს წარუდგინა ახალი საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის Schock, Alcoswell, Ukinox და სხვა, რითაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა სამზარეულოს, აბაზანისა და ინტერიერისთვის განკუთვნილი პროდუქციის არჩევანი. დღეს მერლონსი მომხმარებლებს ერთ სივრცეში სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ხარისხიან და თანამედროვე გადაწყვეტილებებს.

მერლონსის ბრენდის ისტორიის ვიზუალური დეტალი

ბრენდის ისტორია

ათასწლეულების განმავლობაში merlons (ქონგურები) იყო მყარი, თავდაცვითი ნაგებობა, რომლითაც ბოლოვდებოდა ციხე-სიმაგრეების კედლების არქიტექტურა. მათი მიზანი მსოფლიოს ყველა წერტილში, მათ შორის საქართველოშიც, იყო დამატებითი უსაფრთხოების განცდის შექმნა იმ ეპოქის ადამიანებისთვის. ამ ისტორიული კონცეფციის შთაგონებით, merlons-ის დამფუძნებლები ცდილობდნენ შეექმნათ ბრენდი, რომელიც განასახიერებს საიმედოობას დღევანდელ მუდმივად ცვალებად სამყაროში.

merlons დაარსდა მკაფიო დანიშნულებით: შეიქმნას ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარზე მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით შემოიტანს საერთაშორისოდ აღიარებულ და დროში გამოცდილ ხარისხს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დიზაინერულ ინოვაციებს.

ყოველი შრომისმოყვარე, ნიჭიერი კადრის აღმოჩენით, გამოცდილების გაზიარებითა და პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობით, ვზრდით დამატებით მექონგურეს, რომელიც კიდევ უფრო მტკიცეს ხდის კომპანია merlons-ს და მომხმარებლის თავდაჯერებულობას.

ჩვენი მიზანია მერლონსთან ურთიერთობით ჩვენმა თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა იგრძნონ თავი დაცულად და კომფორტულად, ისე როგორც წინა ეპოქის ადამიანები გრძნობდნენ თავიანთ ციხე-სიმაგრეებში.

დასაწყისში დაბრუნება