ახალი საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როგორ მოვუაროთ შხაპის თავს?

შხაპის თავი ყოველდღიური გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება დაზიანდეს და დაკარგოს ეფექტურობა, თუ სწორად არ დაიცავით მოვლის წესები. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მინერალური ნალექების (კირქვის) და ჭუჭყისგან დაცვას, რადგან სწორედ ეს არის მისი დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

როგორ მოვუაროთ შხაპის თავს?

შხაპის თავი ყოველდღიური გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება დაზიანდეს და დაკარგოს ეფექტურობა, თუ სწორად არ დაიცავით მოვლის წესები. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მინერალური ნალექების (კირქვის) და ჭუჭყისგან დაცვას, რადგან სწორედ ეს არის მისი დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

VitrA VitrA-ს შხაპის თავები შექმნილია მარტივი მოვლისთვის — მათზე განთავსებულია რეზინის პატარა თავაკები, რომელთა გაწმენდა შესაძლებელია ხელის მსუბუქი გადასმით. ასე მარტივად იშლება დაგროვილი მინარევები, რომლებიც დროთა განმავლობაში აფერხებს წყლის თავისუფალ გამოდინებას.

თუ თავაკები მთლიანად არ იწმინდება, შესაძლებელია მათი ნემსით ფრთხილად გაწმენდა. ასევე რეკომენდებულია შხაპის თავის დროული მოვლა იმ შემთხვევაშიც, თუ შხაპი რამდენიმე დღე ან მეტი ხნით არ გამოიყენება, რადგან წყალში არსებული ნალექი შეიძლება გაშრეს და უფრო მყარად მიეკრას ზედაპირს.

დამატებითი რჩევები მოვლისთვის:

  • რეგულარული წმენდა: კვირაში ერთხელ მსუბუქი გაწმენდა ხელს შეუწყობს თავის ხანგრძლივ გამოყენებას.
  • კირქვის წინააღმდეგ: თუკი წყალი თქვენს რეგიონში ხისტია, შეგიძლიათ შხაპის თავის პერიოდულად გააჩეროთ თბილ წყალში გახსნილ ძმარში (10–15 წუთით), რათა კირქვის ნალექი მოიშოროს.
  • არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიკატები: ძლიერმა საწმენდმა ხსნარებმა და უხეშმა ღრუბელმა შესაძლოა დააზიანოს ზედაპირი.
  • სწორი გამოყენება: ყოველი გამოყენების შემდეგ სასურველია წყლის ნაკადის მოკლევადიანი გაშვება, რომ შიგნით დარჩენილი ნალექი თავიდანვე გამოირეცხოს.

შხაპის თავის მოვლა მარტივი პროცესია, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობს წყლის ნაკადის შენარჩუნებას, არამედ ზრდის მისი გამოყენების ვადებს.

მსგავსი სტატიები

რა არის სიფონი: როგორ მუშაობს აბაზანასა და სამზარეულოში სანტექნიკა · 2026.05.29 რა არის სიფონი: როგორ მუშაობს აბაზანასა და სამზარეულოში სიფონი არის სანტექნიკური კვანძი, რომელიც ხელსაბანის, ნიჟარის, აბაზანის ან ტრაპის წყალს კანალიზაციაში ატარებს. მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ წყლის გატარება არ არის. აბაზანის ტრაპი: როგორ ავირჩიოთ საშხაპისა და იატაკისთვის სანტექნიკა · 2026.05.29 აბაზანის ტრაპი: როგორ ავირჩიოთ საშხაპისა და იატაკისთვის აბაზანის ტრაპი არის იატაკში ან საშხაპე ზონაში ჩასაშვები დეტალი, რომელიც წყალს კანალიზაციაში ატარებს. სიფონის მსგავსად, ბევრ ტრაპს აქვს სუნის საწინააღმდეგო ჩამკეტი, მაგრამ ტრაპი იატაკის, ჰიდროიზოლაციის და ფილების მონტაჟთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული. საშხაპე კაბინა: ზომები, მინა, პადონი და სისტემა სანტექნიკა · 2026.05.29 საშხაპე კაბინა: ზომები, მინა, პადონი და სისტემა საშხაპე კაბინის არჩევისას პირველი ნაბიჯი არის ზუსტი გაზომვა. მნიშვნელოვანია კედლებს შორის სიგანე, სიმაღლე, მილების მდებარეობა, კარის გაღების მხარე და ის, სად დგას უნიტაზი, ხელსაბანი ან სარეცხი მანქანა. ხელსაბანი და აბაზანის ნიჟარა: ტიპები, ზომები და სიფონი სანტექნიკა · 2026.05.29 ხელსაბანი და აბაზანის ნიჟარა: ტიპები, ზომები და სიფონი აბაზანის ნიჟარა ან ხელსაბანი ყოველდღე გამოიყენება, ამიტომ არჩევანი მხოლოდ ფორმით არ უნდა გაკეთდეს. პატარა აბაზანაში კედელზე დაკიდებული ან მინი ხელსაბანი სივრცეს ზოგავს.